27 ნოემბერი 2024,   17:03
ვრცლად
ჩერნიგოვის ოლქში, რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს სახლები, ადამიანები აწამეს და დახოცეს, ტერიტორია კი დანაღმეს

"ბოდიში, არც ჩვენ გვინდა ომი, ჩვენც გველოდებიან სახლში", - ეს წარწერები დანგრეული სკოლის დაფაზე, რუსმა სამხედროებმა დატოვეს. ამ სიტყვებამდე იყო სოფლის ოკუპაცია. სკოლა, თავად ოკუპანტებმა დაანგრიეს, შტაბად აქციეს და მშვიდობიან მოქალაქეებს ამ ფანჯრებიდან ცეცხლს უხსნიდნენ, ანადგურებდნენ საცხოვრებელ სახლებსაც. სკოლის გასუფთავება თანამშრომლებმა უკვე შეძლეს, შვიდმა კლასმა სწავლაც აღადგინა, მაგრამ რუსული კვალი ყველაზე კარგად ჩანს სკოლის სარდაფში - სწორედ ამ ოთახებში ცხოვრობდნენ რუსი ოკუპანტები.

ჩერნიგოვის ოლქში, ნოვი ბიკავში რუსმა ოკუპანტებმა ადამიანები აწამეს და დახოცეს,  გაანადგურეს მათი საცხოვრებელი სახლები და ტერიტორია დანაღმეს. ასაფეთქებელ ნივთიერებას არა ერთი ადამიანის სიცოცხლე თუ ჯანმრთელობა შეეწირა. ადგილობრივები იმასაც ჰყვებიან, რომ სოფელს რამდენჯერმე დრონმა გადაუფრინა, შემდეგ მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

მშვიდობიანი მოქალაქეების, მათი სახლების, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების გარდა, რუსი სამხედროები არ უშინდებოდნენ ეკლესიების განადგურებას. ერთ-ერთი ტაძარიც სამხედრო მოქმედებების დროს დააზიანეს, განადგურებულია გუმბათის ნაწილიც, ერთმორწმუნე რუსებმა ფრესკებიც დააზიანეს.

ნოვი ბიკავში, სამხედრო დანაშაულის საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. დეოკუპაციის შემდეგ, სასაფლაოს ტერიტორიაზე, 30-მდე ცხედარი იპოვეს, ისინი ხელებშეკრული წამებით მოკლეს.

დღის ამბები