27 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
"ვგრძნობ, უსაზღვრო სიამაყეს ჩვენი მცველების მიმართ" - ზელენსკი ხარკოვში ჩავიდა

ომის 95-ე დღე,  ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვში ჩავიდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტი ხარკოვის რეგიონში უკრაინელი სამხედროების ფრონტის პოზიციებს ეწვია და ქვეყნის დამცველებს გაესაუბრა. ზელენსკი შესაბამისი ქვედანაყოფების პასუხისმგებლობის ზონაში, ოპერატიულ ვითარებას გაეცნო და სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები და საჩუქრები გადასცა.

"ვგრძნობ, უსაზღვრო სიამაყეს ჩვენი მცველების მიმართ, ყოველდღე სიცოცხლის რისკის ფასად, ისინი იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისთვის" ,- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები