27 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
ნაძალადევის რაიონში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

41 წლის კაცი დაჭრეს ნაძალადევის რაიონში. თვითმხილველების ინფორმაციით, მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული და კლინიკას თავად მიაკითხა. ამ წუთებში მას მკურნალობა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მუხლებით დაიწყო.

"კურიერი" დამატებით დეტალებს არკვევს. 

დღის ამბები