27 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
რა გახდა არაყიშვილის ქუჩაზე 2 ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის მიზეზი - "კურიერმა" ერთ-ერთი დაზარალებულის ვინაობა გაარკვია

​შეიარაღებული თავდასხმა არაყიშვილის ქუჩა დღის 5 საათზე მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, მოპედით მოძრავმა ორმა პირმა 2 ახალგაზრდის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია გაისროლა. ეს კი ის ავტომობილია, რომლითაც ორი ახალგაზრდა თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ქუჩაზე გაჩერდა.

სავარაუდო დამნაშავეებმა 25 წლამდე ასაკის ორივე მამაკაცი დაჭრეს და დანაშაულის ადგილი დატოვეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილზე და ამ ავტომობილში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩაატარეს.

მომხდარს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. დანაშაულის ადგილზე რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. ჩანაწერები, დამნაშავის იდენტიფიცირების მიზნით, სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს. "კურიერის" ინფორმაციით, თავდამსხმელები ჩაფხუტებით და ნიღბებით გადაადგილდებოდნენ.

დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. მათი მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკასთან მათი ოჯახის წევრები იმყოფებიან, თუმცა მომხდარზე საუბარი არ სურთ.

"კურიერმა" მრავლობითი ჭრილობებით კლინიკაში მოთავსებული ერთ-ერთი მამაკაცის ვინაობა გაარკვია. ის 26 წლის გიორგი კაჭკაჭიშვილია. თავდასხმის სავარაუდო მოტივს გამოძიება ადგენს.

დღის ამბები