დასავლეთი აძლიერებს საკუთარ ძალისხმევას რუსეთის შესაკავებლად,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ლავროვი ამბობს, დასავლეთმა რუსეთს ტოტალური ომი გამოუცხადა, რითაც დასავლეთის რეალური დამოკიდებულება გამოვლინდა მისი ლოზუნგების მიღმა, რომელიც ადამიანურ, უნივერსალურ ღირებულებებს შეეხება.
"თქვენ ხედავთ, როგორ აორმაგებენ ძალისხმევას შეერთებული შტატები და მისი სატელიტები ჩვენი ქვეყნის შეკავებისთვის, იყენებენ ინსტრუმენტების ფართო სპექტრს, ცალმხრივი ეკონომიკური სანქციებიდან, გლობალურ მედია სივრცეში ცრუ პროპაგანდამდე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დასავლეთმა ტოტალური ომი გამოგვიცხადა ჩვენ, მთელ რუსულ სამყაროს. ახლა ამას არავინ მალავს, აბსურდამდე მიდის, კულტურის უარყოფამდე, იმ ყველაფრისკენ, რაც რუსეთთან არის დაკავშირებული. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ვითარება ჩვენთან დიდხანს გაგრძელდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ",- აცხადებს ლავროვი.