27 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
"პატივი ეცით უკრაინის სუვერენიტეტს, შეწყვიტეთ ომი" - გერმანიის პრეზიდენტი პუტინს უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს​

გერმანიის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტისა და უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთის პრეზიდენტს შტუტგარტში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა. გერმანიის პრეზიდენტი პუტინს მოუწოდებს შეწყვიტოს ნგრევა უკრაინაში.

"პატივი ეცით უკრაინის სუვერენიტეტს, შეწყვიტეთ ომი. ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ტანჯვა და ნგრევა უკრაინაში! გაიყვანეთ თქვენი ჯარი! და ნუ ამბობთ უარს პირდაპირ და სერიოზულ მოლაპარაკებებზე პრეზიდენტ ზელენსკისთან.

პუტინის აგრესიული ომი ეხება არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს. იმის გამო, რომ უკრაინის საზღვაო პორტებში მილიონობით ტონა მარცვლეული დაბლოკილია, მსოფლიოში ხორბალზე ფასი გაიზარდა.

მსოფლიოს ბევრ რეგიონს ემუქრება შიმშილი და სიკვდილი მომდევნო თვეებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში," - აცხადებს გერმანიის პრეზიდენტი.

დღის ამბები