27 ნოემბერი 2024,   17:02
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა - რა ფასი გადაიხადა და რას ითხოვს საქართველო

ევროპის კონსტიტუციის თანაავტორის ციტატა, პრემიერ-მინისტრმა ევროპელ ლიდერებთან იმის დემონსტრირებისთვის გამოიყენა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს დასავლური ოჯახის წევრი, წარსულშიც ურყევი იყო და ახლაც ასეა.

"სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება" - ამ სახელწოდების თემატური პანელის მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა, რომ ევროპა, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია, მთავრობის პრიორიტეტი კი მიზნამდე, რაც შეიძლება ახლოს მისვლა და ქვეყნისთვის ევროკავშირის

ირაკლი ღარიბაშვილმა თემატური პანელის მონაწილეებთან, საქართველოში რუსული აგრესიის შესახებ ისაუბრა. გაიხსენა 1990 წელი - აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაცია, შემდეგ კი, 2008 წლის საომარი მოქმედებები.ასევე ხაზი გაუსვა იმ საფასურს, რომელიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გადაიხადა და რომ ევროკავშირის მხრიდან, ახლა მეტი სიცხადეა საჭირო.

დავოსში ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში, ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტთან, ავსტრიის ევროპულ საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობდა. ნატალია გავრილიტამ აქცენტი მსოფლიო წესრიგის ცვლილებაზე გააკეთა, ისაუბრა იმაზეც, რომ ასოცირებული ტრიო მოლდოვა, უკრაინა საქართველო ახალ ევროპულ გზაზე დგანან.

ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში მხარდაჭერის აუცილებლობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრის დროსაც ისაუბრეს. ალარ კარისმა და საქართველოს პრემიერ მინისტრმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე გაამახვილეს.

3 დღის განმავლობაში, პრემიერის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები როგორც ეკონომიკურ და ბიზნეს წრეებთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან გამართა. დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ხვალ დასრულდება.

 

დღის ამბები