უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ რუსეთი მსოფლიოს კვლავ აშანტაჟებს და ამჯერად, სურსათის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ, სანქციების მოხსნას ითხოვს. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, იმ პოლიტიკოსებმა ვინც აპირებს რუსეთის ამგვარი თამაშის წესები მიიღოს, ჯერ უკრაინელი ბავშვების საფლავები უნდა მოინახულოს და ამაზე მერე იფიქროს.
"რუსეთი ახლა მსოფლიოს აშანტაჟებს სანქციების მოხსნის მოთხოვნით უკრაინის სურსათის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ. ნებისმიერმა უცხოელმა პოლიტიკოსმა ან ოფიციალურმა პირმა, რომელმაც შეიძლება იფიქროს ამ თამაშის მიღებაზე, ჯერ უნდა მოინახულოს მოკლული უკრაინელი ბავშვების საფლავები და გაესაუბროს მათ მშობლებს"- წერს დმიტრო კულება ტვიტერზე.