27 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილთან ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები დაუშვეს - მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები სააკაშვილის კლინიკაში მონახულებას შეძლებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომას ესწრებოდა "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანიც. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით, ყოფილი პრეზიდენტი პროცესს არც ამჯერად ესწრებოდა.

დღის ამბები