27 ნოემბერი 2024,   17:08
ვრცლად
4 ივნისიდან მუნიციპალურ ტრანსპორტს ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი დაემატება

მომატებული მგზავრთანაკადის გათვალისწინებით, 4 ივნისიდან მუნიციპალურ ტრანსპორტს ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი დაემატება. განცხადებას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. 

დაგეგმილია შემდეგი საავტობუსე მარშრუტების ამოქმედება:

N293 მარშრუტი განკუთვნილია დიდი დიღმის დასახლებისთვის; N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს - N444; ასევე, N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს - N546; N296 მარშრუტი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N544-ის მარშრუტს; N297 ავტობუსი კი, ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N425-ს;

ამასთან, ამოქმედდება მიკროავტობუსის სამი ახალი სამარშრუტო ხაზი:

N425 მიკროავტობუსი მოემსახურება მეტრომშენის დასახლებას. N444 მიკროავტობუსი მოემსახურება ზღვის უბნის დასახლებას, ხოლო N546 მიკროავტობუსი იყალთოს გორიდან მეტროსადგურ "ტექნიკურ უნივერსიტეტამდე" იმოძრავებს. 

დღის ამბები