27 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ევროკომისიის პრეზიდენტი, მეორე ვადით, ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება. მასთან ერთად, დაამტკიცეს 26 ევროკომისარი, მათ შორის - საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი, რომელიც ჟოზეფ ბორელს შეცვლის. მარტა კოსი, ოლივერ ვარჰეის ნაცვლად, გაფართოების საკითხებში.

გადაწყვეტილებას მხარი 370-მა დეპუტატმა დაუჭირა, 282 იყო წინააღმდეგი, თავი შეიკავა 36-მა. ევროკომისიის ახალი შემადგენლობა მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან ოფიციალურად დაიწყებს.

დღის ამბები