27 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მზადება აქტიურად მიმდინარეობს

ხვალ 26 მაისია, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. თავისუფლების მოედანზე მზადება აქტიურ ფაზაშია. ამ წუთებში დღის მთავარი ღონისძიების რეპეტიცია იწყება.

რეკრუტები და წვევამდელები საქართველოს ხუთ ქალაქში სამხედრო ფიცს დადებენ. თავისუფლები მოედანზე განლაგდება საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი. იგეგმება თავდაცვის ძალების შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის გამოფენა.

მთელი საქართველოს მასშტაბით, ზუსტად 17:10 საათზე, როდესაც ნოე ჟორდანიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.

წელს ღონისძიების სტუმრებს ახალი ავიაშოუ ელოდება - თვითმფრინავები და ვერტმფრენები თავისუფლების მოედანზე საქრთველოსა და ევროკავშირის დროშით გადაიფრენენ.

დღის ამბები