27 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
"ოცნება" აშშ-ის დიპლომატიური მისიისგან მოსამართლის ტრენინგიდან ჩახსნაზე განმარტებას ითხოვს - რას აცხადებს ოპოზიცია და რა პასუხი ექნება საელჩოს

ბრალდების უარყოფას "ქართული ოცნება" ამჯერად ამერიკის დიპლომატიური მისიისგან ითხოვს. პარტიის თავმჯდომარე ამერიკის საელჩოს სთხოვს პირდაპირი განცხადებით დაადასტუროს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში არ ერევა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ის რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკაში დაგეგმილი ტრენინგიდან ჩახსნეს, მხოლოდ ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნარატივია, რაც, საბოლოო ჯამში, მიზნად ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას ისახავს.

გასცემს თუ არა ამერიკული დიპლომატიური მისია მმართველი გუნდის კითხვებს პასუხს, ჯერ უცნობია. ბრალდების ადრესატები კი მიიჩნევენ, რომ ამერიკის საელჩოსა და სასამართლოზე ზეწოლას "ქართული ოცნება" ახდენს. ხელისუფლების ოპონენტები სტრატეგიულ პარტნიორს ქართველ მოსამართლეებზე სანქციების დადებას სთხოვენ, "ქართული ოცნება" კი ოპოზიციას ფაქტების გარეშე სპეკულირებაში ადანაშაულებს.

მოსამართლეების თემა ერთადერთი არ ყოფილა რაზეც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დუელი გაიმართა. ოპონენტები "ოცნებას" არგუმენტებით სთხოვენ იმის დადასტურებას, რომ ისინი საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლიან. დღევანდელ სხდომას სხვების მსგავსად უკრაინის თემის გარეშე არ ჩაუვლია, ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს რეგიონში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე ქართული არმიის გადაიარაღების დაწყებას სთხოვს.

დღის ამბები