27 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
თბილისში მამაკაცმა ცოლი ბავშვების თვალწინ დაჭრა

თბილისში, დიდუბეში, ავტობუსის გაჩერებასთან, კაცმა ცოლი დაჭრა. მამაკაცი დაკავებულია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი წამალზე დამოკიდებული იყო და შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა. მათივე თქმით, შემთხვევა ბავშვების თანდასწრებით მოხდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაჭრილი ქალი კლინიკაშია მოთავსებული.

დღის ამბები