27 ნოემბერი 2024,   17:03
ვრცლად
აჭარის პოლიციის დანაყოფებს 32 ახალი ჰიბრიდული ავტომობილი გადაეცა, 25 ავტომობილი საპატრულო პოლიციისთვისაა განკუთვნილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, აჭარის პოლიციის დანაყოფებს ახალი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ძრავის 32 ავტომობილი შეემატა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათგან 25 ავტომობილი საპატრულო პოლიციისთვისაა განკუთვნილი. ავტოპარკის განახლების შედეგად, ბათუმსა და ქობულეთში საპატრულო პოლიციის მხოლოდ ჰიბრიდული ავტომობილები იმოძრავებენ.

"ახალი, ჰიბრიდულძრავიანი 7 მანქანა ასევე გადაეცა კრიმინალური პოლიციის დანაყოფებს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ავტომობილების გადაცემის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე , მოადგილეები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებს ახალი მანქანების გადაცემა მიულოცა, რის შემდეგაც ავტომობილების ტექნიკურ მონაცემებს და შესაძლებლობებს ბათუმის ქუჩებში, რეალურ პრაქტიკულ პირობებში შინაგან საქმეთა მინისტრი პირადად გაეცნო," - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები