"კურიერთან" ჩერნიჰივის (ჩერნიგოვი) ოლქის ერთ-ერთ სოფელის მცხოვრებლები რუსული აგრესიის მძიმე შედეგებზე საუბრობენ. ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელსაც რუსმა სამხედროებმა ორი შვილი მოუკლეს, 27 თებერვალს იხსენებს. სოფელს ჯერ დრონმა გადაუფრინა, შემდეგ კი ჯარისკაცები სახლებში შედიოდნენ და ვითომ დაკითხვის მიზნით, ახალგაზრდა მამაკაცები გაურკვეველი მიმართულებით მიყავდათ. ასე წაიყვანეს ოლგა იავინას 33 და 32 წლის შვილები. ცხედრებს გვიან მიაკვლიეს. ჯერ სცემეს, შემდეგ იგორს დანით, ყელში სამი ჭრილობა მიაყენეს, მის ძმას კი ტყვია თავში ესროლეს.
"მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ და მაინც მომიკლეს შვილები. დაგვირეკა მეზობელმა, სამხედროებმა თქვეს დავხოცეთ თვენი ბიჭები და წაიყვანეთო. 8 დღის მერე მოგვიყვანეს რუსებმა, საკუთარი მანქანებით და დავმარხეთ. სწრაფად დავმარხეთ ერთად. ჩემი შვილები ნაცემები იყვნენ. არაფრისთვის ნაცემები," - ამბობს ოლგა იავინა.
სახლში ცოცხალი ვერც კიდევ ოთხი თანასოფლელი დაბრუნდა. სახლში შესულმა ოკუპანტებმა მშობლებს უთხრეს, რომ ახალგაზრდებს მალე დააბრუნებდნენ.
"ვეხვეწებოდი არ წაეყვანათ. რუსებმა გვითხრეს რომ დაკითხავდნენ და მოიყვნადნენ, მათ კი ჩამიცხრილეს," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
რუსმა ოკუპანტებმა ცხედრები მანქანაში ჩაყარეს და სოფელში მშობლებს მიუბრუნეს. შემთხვევიდან 8 დღეში უმიზეზოდ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეები მშობლებმა შიშით, ნაჭერში გაახვიეს ძალიან სწრაფად ერთად დაკრძალეს.