27 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, ამის მიუხედავად, ჩემი მანქანებით გადავადგილდები - ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას საქმეზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ მას კანონით ეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, ის საკუთარი მანქანით გადაადგილდება. აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა, გორში, ნიკა გვარამიას საქმის კომენტირებისას გააკეთა, მედიის წარმომადგენლებმა მას კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ისჯება ნიკა გვარამია იმისთვის, რომ კომპანიის ავტომობილს საკუთარი ოჯახისთვის იყენებდა, როდესაც იგივე ფაქტი დაფიქსირებულია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც.

"სკანდალში გამომიჭირეთ?! როგორ შემაშინეთ... მე ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც როგორც მე ვიცი მოიპარა თუ გააკოტრა კომპანია და რა შუაშია? მე რომ მადარებთ ახლა და ჩემი ოჯახის წევრებს და რატომ სარგებლობს თურმე პრემიერ-მინისტრის ოჯახის სახელმწიფო მანქანებით ... ჯერ ერთი ეს არის ტყუილი. მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, ამის მიუხედავად, მე ჩემი მანქანებით გადავადგილდები,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები