27 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ქარელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხაშურის შემდეგ, მთავრობის მეთაური აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქარელში ჩავიდა, სადაც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ქალაქში მიმდინარეობს ჭავჭავაძის, თამარ მეფის და ეგნატე ნინოშვილის ქუჩებზე არსებული 15 შენობის ფასადისა და ცენტრალური მოედნის განახლება, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ადგილზე მოსახლეობას გაესაუბრა და მათთან ერთად რეგიონში არსებული ვითარება განიხილა.

დღის ამბები