27 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
წუთები, დაბომბვის ქვეშ მყოფი ქალაქის გადასაღებად და სანგარში გატარებული რამდენიმე საათი - "კურიერი" ფრონტის ხაზიდან

დონბასში რუსული არმია შტურმს წუთითაც არ წყვეტს. საოკუპაციო ძალა ცდილობს ოლქში მდებარე რომელიმე ქალაქი მაინც აიღოს, ერთ-ერთი ასეთი კი ბახმუტია.

მხოლოდ ბოლო ავიაიერიშის შედეგად, ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქში, 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 წლის ბავშვი. საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან კი, რომელსაც ბომბი მოხვდა, მაშველებმა კიდევ სამი არასრულწლოვანი ამოიყვანეს - მათ გადასარჩენად ახლა ექიმები იბრძვიან. მუდმივი სარაკეტო იერიშის ქვეშ მყოფ ქალაქში, დღეს "კურიერის" გადამღებ ჯგუფს, უკრაინელმა სამხედროებმა გადაღებისთვის მხოლოდ რამდენიმე წუთი მისცეს.

მიწის ქვეშ შედარებით უსაფრთხოა, მიწის ზემოთ კი პირდაპირი ბრძოლები მიმდინარეობს. მიწით სავსე ტომრების მიღმა აფეთქებებია. უკრაინული მხარეც საპასუხო იერიშისთვის ემზადება.

აგრესორმა, იერიში კვლავ მშვიდობიან მოსახლეობაზე მიიტანა, დაანგრია სკოლა და დააზიანა საბავშვო მოედანი.

დღის ამბები