ევროკავშირი 2030 წლისთვის 300 მილიარდი ევროს მობილიზებას გეგმავს, რათა გაერთიანება იყოს მეტად ენერგო დამოუკიდებელი რუსული გაზისა და ნავთობისგან. ენერგო რესურსების მნიშვნელობასა და ინვესტიციების მოცულობაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა:
"უკვე თითქმის სამი თვეა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ ომს აწარმოებს და ემუქრება ყველას, ვინ ლეგიტიმურად უჭერს მხარს უკრაინას აგრესორის, პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დღეს ჩვენ ევროკომისიაში განხილვა გვქონდა პაკეტზე, რომელიც ომისგან გამოწვეული საკითხების გადაჭრას ემსახურება. პირველ რიგში, საუბარი იყო ენერგოუსაფრთხოებაზე.
პუტინის ომი საგრძნობლად არღვევს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარს. ამან ერთი მხრივ გვაჩვენა, თუ რამდენად ვართ დამოკიდებული იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე, მეორე მხრივ კი დავინახეთ, თუ რამდენად დაუცველს გვხდის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება.
რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, დღეს ჩენ წარვადგენთ სამოქმედო გეგმას. გეგმის ფარგლებში, აღნიშნული მიზნის მიღწევას სამ დონეზე მუშაობით შევძლებთ - ეს არის ენერგიის დაზოგვა, დივერსიფცირების საკითხი და მეტი ინვესტიცია განახლებად ენერგო რესურსებში. გეგმის განსახორციელებლად 300 მილიარდ ევრომდე ოდენობის ინვესტიციის მობილიზება მოხდება,"- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.