თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის პოლიტიკით, ქურთების გასამხედროებული დაჯგუფებებისადმი, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს - უკმაყოფილოა.
"ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა და ჩვენგან ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის თხოვნა, რბილად რომ ვთქვათ, არათანმიმდევრულია. თურქეთის მოთხოვნის მიუხედავად, შვედეთი უარს ამბობს ტერორისტების ექსტრადირებაზე. ნატო არის ორგანიზაცია. ჩვენ ვერ ვიტყვით თანხმობას, რადგან ამით ორგანიზაციას უსაფრთხოებას წავართმევთ,"- აცხადებს რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.