27 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ბათუმის სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა
თბილისის შემდეგ უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა ბათუმშიც.
 
უკრაინელ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა ქალაქის მე-20- საჯარო სკოლაში აქვთ. უკრაინელები არიან პედაგოგებიც. მათ ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

უკრაინული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას, ასევე საგანს "ჩვენი საქართველო". 
დღის ამბები