27 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
წალენჯიხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გარეშე დარჩა - მიზეზი მერიის მიერ დაგვიანებით გადაგზავნილი დოკუმენტაციაა

წალენჯიხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გარეშე დარჩა. 644 ათასი ლარი, რომელიც მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს უნდა მოხმარებოდა, ახლა გაყინულია, მიზეზი კი წალენჯიხის მერიის მიერ დაგვიანებით გადაგზავნილი დოკუმენტაციაა.

ადგილობრივ მთავრობას, საკრებულოსთვის პროექტი პირველ მაისს უნდა გადაეგზავნა, თუმცა მერია მითითებულ დროში ვერ ჩაეტია, რის გამოც სოფლები ახალი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გარეშე დარჩა.

მიზეზი, თუ რატომ დაგვიანდა პროექტის საკრებულოსთვის მიცემა, ჯერ უცნობია.  წალენჯიხის მერიაში ახლა დისციპლინური მოკვლევა იმის გასარკვევად მიმდინარეობს, ეს მიზანმიმართული ქმედება იყო თუ, თანამდებობრივი დაუდევრობა.

სანამ ადგილობრივი მთავრობა მიზეზებს ეძებს, პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს საკითხის გარკვევა და სწრაფი რეაგირება მოსთხოვა.

დღის ამბები