27 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
საფრანგეთში საქართველოს საელჩო ნიკო ფიროსმანის "რუს-ქართველ" მხატვრად მოხსენიებას აპროტესტებს

საფრანგეთში საქართველოს საელჩო  ეხმიანება ქ. პარიზის რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის ოფიციალურ საიტზე და ინსტაგრამ-გვერდზე: გამოქვეყნებულ  ნიკო ფიროსმანის დაბადების 160 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებულ  ინფორმაციას, რომელშიც ნიკო ფიროსმანი მოხსენიებულია "რუს-ქართველ" მხატვრად. 

"გამორჩეული ქართველი პრიმიტივისტის, მსოფლიო ნაივური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენლის, ნიკო ფიროსმანის  მემკვიდრეობის მსოფლიო მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩვენთვის გასაგებია, მისი 160 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებები.  ამავდროულად, სრულიად გაუგებარი და  მიუღებელია ქართველი მხატვრის მოხსენიება ტერმინით "რუს-ქართველი".

საელჩო შეახსენებს, რომ ნიკო ფიროსმანი  არის ქართველი მხატვარი, ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი, რომელიც განუმეორებელი ნიჭით  დაჯილდოებული ხატავდა იმდროინდელი საქართველოს ცხოვრების სცენებს. 

ჩვენთვის სრულიად მიუღებელია რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის მიერ ნიკო ფიროსმანის "რუს-ქართველ" მხატვრად წარმოჩენა, რაც  კულტურული რევიზიონიზმის უხეშ ფორმას წარმოადგენს. "- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

დღის ამბები