27 ნოემბერი 2024,   17:08
ვრცლად
თავდასხმა სავარაუდოდ რასობრივი შეუწყნარებლობის ნიადაგზე - აშშ-ში თინეიჯერმა, რომელიც საკუთარ თავს ფაშისტს უწოდებს, 10 ადამიანი მოკლა

შტატებში, სავარაუდოდ რასობრივი შეუწყნარებლობის ნიადაგზე განხორციელებულ თავდასხმას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქალაქ ბუფალოში, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა თინეიჯერმა, ცეცხლი სუპერმარკეტში გახსნა. დაღუპულები აფროამერიკელები არიან - ვერსია, დანაშაულის რასობრივ მოტივთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ გაჩნდა.

დაღუპულებს შორის პოლიციის ყოფილი ოფიცერიც არის, რომელიც მარკეტის დაცვის თანამშრომელი იყო. სროლის დროს, თავდამსხმელს ჩაფხუტზე კამერა ჰქონდა დამაგრებული და ფაქტებს თავად იღებდა. იგი, ამ დროისთვის, პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს. თავდასხმის დროს დაჭრილი 2 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაცვის თანამშრომელმა თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, თუმცა ტყვიებისგან თინეიჯერი სპეციალურმა აღჭურვილობამ გადაარჩინა.

10 ადამიანის მკვლელობის გამოძიება მიმდინარეობს როგორც სიძულვილის დანაშაულის, ისე რასობრივი მოტივით მომხდარ ძალადობრივი ექსტრემიზმის  მუხლით. ასევე, გამოძიება სწავლობს პეიტონ გენდრონის დაწერილ 180 გვერდიან მანიფესტს თეთრი რასის უპირატესობაზე. ავტორი საკუთარ მანისფესტში წერს, რომ თეთრკანიანების კულტურული და ეთნიკური ჩანაცვლება ხდება, საკუთარ თავს კი აღწერს, როგორც ფაშისტს და ანტისემიტს.

თინეიჯერის მიმართ საქმე პირველი ხარისხის მკვლელობის ბრალდებით აღიძრა. მას ბრალი რასობრივად მოტივირებული ძალადობრივი ექსტრემიზმის აქტისთვის წაუყენეს. როგორც სამართალდამცველები ამბობენ, მისი ქმედება ანტისემიტური კონსპირაციული თეორიებით იყო მოტივირებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პეიტონ გორდონს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს.

შემთხვევას გმოეხმაურა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მომხდარი, სიძულვილით გაღვივებულ შიდა ტერორიზმად შეაფასა.

დღის ამბები