27 ნოემბერი 2024,   17:03
ვრცლად
პუტინმა სასტიკი და არაპროვოცირებული ომით არათუ დაამარცხა, არამედ გააძლიერა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა - ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ პუტინმა სასტიკი და არაპროვოცირებული ომით არათუ დაამარცხა, არამედ გააძლიერა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.

ბლინკენის შეფასებით, ნატო დღეს უფრო ძლიერი, ქმედუნარიანი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე. მან ასევე ისაუბრა უკრაინის მიმართ გაზრდილ დახმარებაზე.

ბლინკენი ასევე ამბობს, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ დაუჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.

"როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა ეს სასტიკი და არაპროვოცირებული ომი წამოიწყო, ის ფიქრობდა, რომ მას შეეძლო უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღმოფხვრა და ნატოს გაყოფა. ამის ნაცვლად, მან მხოლოდ გააძლიერა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ნატო დღეს უფრო ძლიერი, ქმედუნარიანი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, ისევე როგორც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებასა და დიპლომატიური ზეწოლის გაზრდას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

დღეს, შესაძლებლობა მომეცა შევხვედროდი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც კიდევ ერთხელ გადავეცი ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. გუშინდელ შეხვედრას შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც შემოუერთდნენ. ორივე ქვეყანა ნატოსა და შეერთებული შტატების ახლო და ღირებული თავდაცვითი პარტნიორია. შეერთებული შტატები მტკიცედ დაუჭერს მხარს ფინეთსა და შვედეთს, თუკი ისინი ნატოს წევრობაზე განაცხადის გაკეთებას გადაწყვეტენ. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ყველა ქვეყნის უფლებას, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, პოლიტიკა და უსაფრთხოების ზომები," - აღნიშნა ბლინკენმა.

დღის ამბები