27 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
"ჩვენ მზად ვართ და ჩვენი გემიც მზად არის" - გეგმა, რომელიც "აზოვსტალიდან" დაჭრილი მეომრების გასაყვანად თურქეთთან განიხილება

"აზოვსტალში" ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს, ამას თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველიც ადასტურებს. მისი განცხადებით, აღნიშნული საკითხის განხილვა ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც მიმდინარეობდა.

ისაუბრეს "აზოვსტალიდან" დაჭრილების ევაკუაციაზე და მათ სტამბულში გადაყვანაზე. იბრაჰიმ კალინი იმედს გამოთქვამს, რომ დასახული მიზნის მიღწევას მხარეები შეძლებენ.

"ჯერ კიდევ ვმუშაობთ თუ როგორ მივაღწიოთ "აზოვსტალში" ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, გამოვიყვანოთ დაჭრილი მეომრები და სამოქალაქო პირები. ბევრი შეთავაზება და გეგმა გვქონდა სამხედროების ბერდიანსკში გადაყვანაზე, შემდეგ კი იქიდან გემით სტამბულში ჩაყვანაზე - ერთ-ერთი გეგმა ასეთი იყო. ეს შეთავაზება ჯერ კიდევ განიხილება. როდესაც კიევში ვიყავი პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, სწორედ ეს საკითხი განვიხილე. მოხარული ვიქნები, თუ ამის განხორციელებას შევძლებთ. ჩვენ მზად ვართ და ჩვენი გემიც მზად არის", - განაცხადა იბრაჰიმ კალინიმ.

დღის ამბები