27 ნოემბერი 2024,   17:02
ვრცლად
სპორტულ - გამაჯანსაღებელი ფესტივალი ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების მონაწილეობით - ღონისძიება განათლების მინისტრმა გახსნა

სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფესტივალი თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში - ღონისძიება, რომელიც ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა, განათლების მინისტრმა გახსნა.

მიხეილ ჩხენკელი, ოლიმპიურ ჩემპიონ ლერი ხაბელოვთან ერთად, ფესტივალის მონაწილეებს შეხვდა და მათ სპორტულ აქტივობებში წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

ფესტივალი განათლების სამინისტროს ინიციატივით, თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და სპორტის, ფიტნესისა და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინული სექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გაიხსნა. უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.

დღის ამბები