ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. დღის წესრიგში იდგა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი და ამ კუთხით წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის.
ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკრაინაც, პუტინმა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს მოუსმინა.