27 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალში გატაცებულ მამუკა ჩხიკვაძეს, 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა

ოკუპირებულ ცხინვალში გატაცებულ მამუკა ჩხიკვაძეს, 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა. მისი გადმოცემა ოფიციალურმა თბილისმა, ევროკავშირის მისიის საშუალებით არაერთხელ მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.

საქართველოს მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა.

"მამუკა ჩხიკვაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯამ, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, რეგულარულად აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და მისი უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე. მამუკა ჩხიკვაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და ბერკეტს", - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები