27 ნოემბერი 2024,   17:03
ვრცლად
როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში არსებობენ ძალები, ვისაც საქართველოს ომში ჩართვა უნდათ - მამუკა არეშიძე

რუსი პოლიტოლოგის, ნდრეი პიონტ-კოვსკის განცხადება საექსპერტო წრეებშიც შეაფასეს. უსაფრთხოების და კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის განცხადებით შესაძლოა, პოლიტოლოგი ახმოვანებდეს გარკვეული ძალების სურვილებს.

მისივე თქმით ნაკლებად სავარაუდოა მსგავსი განცხადება დამოუკიდებლად გაკეთდეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

"ისეთი აზრი გამოთქვა, რომელიც ცნობილ სცენარში ჯდება, რასაც უკრაინელი ზოგიერთი ჩინოვნიკი ახმოვანებს. ის, რომ ეს, მხოლოდ უკრაინელების ინიციატივა არ იყო, ამას ყოველთვის ვამბობდი. ბარიკადების ორივე მხარეს არსებობენ ძალები, როგორც უკრაინაში ასევე რუსეთში, ვისაც უნდათ საქართველოს ომში ჩართვა და  იმიტომ არა, რომ საქართველოს ვერ იტანენ, ეს არის გარკვეული პოლიტიკური ტაქტიკური სვლა", - აცხადებს მამუკა არეშიძე.

დღის ამბები