27 ნოემბერი 2024,   17:08
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ - არიან თუ არა დაკავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები და რა სასჯელი ემუქრებათ მათ

მასშტაბური სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ თბილისსა და სამ რეგიონში - ჰეროინისა თუ სხვა აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაციის ამსახველ ვიდეომასალებში, რომელიც ფარულად არის გადაღებული, კარგად ჩანს მძიმე დანაშაული, რა დროსაც საქმის ფიგურანტები ერთმანეთში თანხის სანაცვლოდ, უკვე მტკიცებულებად ქცეულ ნარკოტიკულ საშუალებას ცვლიან.

ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით არაერთი სხვა დაკავების ოპერაციაც ჩატარდა. თბილისში ერთ-ერთი ნარკორეალიზატორის აყვანის შემდეგ სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე ათასი აბი აკრძალული ნივთიერება, 71 შეკვრა ჰეროინი, 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ამოიღეს.

სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ქვეყნის მთავარმა ძალოვანმა უწყებამ სულ 17 პირი დააკავა, მათ შორის ერთი ქალი და 2 უცხოელი მამაკაცია.

ნარკორეალიზაციის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა ბათუმშიც. დამნაშავის აყვანის ერთ-ერთი ოპერაცია "კურიერის" კამერამაც გადაიღო.

ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის სქემა გაიშიფრა იმერეთსა და კახეთშიც. ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა აკრძალული ნივთიერება და ფული.

ფარული ვიდეომასალები ახლა გამოძიების მთავარი მტკიცებულებაა. პროკურატურა დაკავებულების ბრალეულობის დადასტურებას სასამართლოს გზით შეეცდება. ფაქტზე აყვანის მიუხედავად, დაკავებულების ნაწილი დანაშაულს არ აღიარებს.

აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ 17-ვე ბრალდებულის შემთხვევაში უკვე იმსჯელა. მოსამართლეებმა ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღის ამბები