27 ნოემბერი 2024,   17:07
ვრცლად
სააკაშვილი დღეს იმ მდგომარეობაში არ არის, რომ პოლიტიკურ პირობებს აყენებდეს - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე- სპიკერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, დღეს სააკაშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ პოლიტიკურ პირობებს აყენებდეს. თალაკვაძის თქმით,მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები დაცული იქნება.

"მიხეილ სააკაშვილი თავის მეგობრებს და მხარდამჭერებს შეჰყავთ შეცდომაში. ის არ არის დღეს იმ მდგომარეობაში, როცა პოლიტიკურ პირობებს აყენებს, ის არის დღეს მდგომარეობაში, როცა მას, როგორც პატიმარს და მოქალაქეს აქვს უფლებები და ამ უფლებების დაცვაზე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და ეს იქნება დაცული. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პირობებს და მოთხოვნებს, მერწმუნეთ, მისი ჯანმრთელობის საკითხები, არა პოლიტიკურ განზომილებაში, არამედ სამედიცინო ჭრილში იქნება გადაწყვეტილი. შესაბამისად, ახლობლები და თანაპარტიელები სჭირდება პალატაში თუ დიაგნოსტიკის დროს, ამას ექიმები გადაწყვეტენ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატები, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნების შეტანას პენიტენციურ დაწესებულებაში დღესვე აპირებენ. საუბარია რამდენიმე პუნქტზე, რომელთა შესრულების გარეშეც ყოფილი პრეზიდენტი უარს აცხადებს გადავიდეს "ვივა მედში". მოთხოვნებს შორის არის მნახველებზე შეზღუდვის მოხსნა, ასევე გამოკვლევების პროცესში მისი ექიმების ჩართვა.

დღის ამბები