27 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ათიათასობით უკრაინელმა სიცოცხლე ევროპული არჩევანისთვის გაწირა და არა თამაშის მორიგი სერიისთვის - პოდოლიაკი ევროკავშირის ალტერნატივის შექმნის მაკრონისეულ ინიციატივაზე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში გააკრიტიკეს ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების წინადადება, უკრაინის ევროკავშირის წევრობის ალტერნატივის შექმნასთან დაკავშირებით. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა,  მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

"კარგი ნაღმი ცუდი თამაშისას - ასე გამოიყურება ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების მცდელობები, ჩაანაცვლონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სიმბოლური ფორმატებით. ათიათასობით უკრაინელმა თავისი სიცოცხლე ევროპული არჩევანისთვის გაწირა  და არა  სათითეებით თამაშის მორიგი სერიისთვის. უკრაინამ უნდა მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი," - აცხადებს პოდოლიაკი.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის ეს კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას მოჰყვა.  საფრანგეთის ლიდერის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წლები დასჭირდება, თუ არა ათწლეულები. ამიტომ, პრეზიდენტმა ქვეყანას შესთავაზა ალტერნატივა - "ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა", რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას და სხვა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შეუერთდნენ "ძირითად ევროპულ ღირებულებებს".

დღის ამბები