27 ნოემბერი 2024,   17:02
ვრცლად
"​თუ უკრაინა არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ეს ნიშნავს, რომ ევროპა ჩვენს მოტყუებას ცდილობს" - დმიტრო კულება​

უკრაინა მიმდინარე წლის ზაფხულში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელის. საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, თუ უკრაინა არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუს​ს, ეს ნიშნავს, რომ ევროპა "მათ მოტყუებას" ცდილობს:

"​თუ უკრაინა არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ეს ნიშნავს, რომ ევროპა ცდილობს ჩვენს მოტყუებას. ჩვენ ვფიქრობთმე ვფიქრობ, რომ ამას პატივი უნდა სცენ," - აღნიშნავს კულება. 

კულებას თქმითვე, ახლა უკრაინა არის ერთადერთი ადგილი ევროპაში, სადაც ადამიანები იღუპებიან იმ ღირებულებებისთვის, რასაც ევროკავშირი ემყარება.

კულებამ მაკრონის პროგნოზიც გააკრიტიკა, რა დროსაც საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს. 

დმიტრო კულებას განცხადებას უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.

დღის ამბები