27 ნოემბერი 2024,   17:03
ვრცლად
"ბრიტანეთის ელჩის პოზიცია ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო, მადლობა მას, ძალიან მკაფიო პასუხი გასცა ყველაფერს" - მამუკა მდინარაძე 

დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, კითხვას, აქვს თუ არა ბრიტანეთის დაზვერვას ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება, ელჩი მოკლედ და კონკრეტულად პასუხობს, რომ მსგავსი ინფორმაცია არ აქვთ. 

"პირდაპირ პასუხს გაგცემთ - არა, არ გვაქვს უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება"

ბრიტანელი დიპლომატის განცხადებით, საქართველო თავის როლს ასრულებს სანქციების უპრეცედენტო პაკეტის დაცვაში, რომელიც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედა.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ელჩი ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო არ იყოს გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების გვერდის ავლის მაქცინაციებში.

დღესვე, მარკ კლეიტონს სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის მადლობა გადაუხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩმა თქვა ის, რასაც საქართველოს მთავრობა კიევის ბრალდებების საპასუხოდ დიდი ხანია ამტკიცებს.

"ბრიტანეთის ელჩის პოზიცია ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო და მადლობა მას ამისთვის. მან ძალიან მკაფიო პასუხი გასცა ყველაფერს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები