27 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი 9 – 11 მაისს, სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლევან დავითაშვილის შეხვედრა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან, ქეთრინ თაისთან, აგრეთვე მაღალი დონის შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციაში.

"ვიცე-პრემიერი ასევე შეხვედრებს გამართავს აშშ-ის კონგრესში, სადაც განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული პოლიტიკური საკითხები. ვიზიტი ასევე ითვალისწინებს ლევან დავითაშვილის შეხვედრებს აშშ-ის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ვიცე-პრემიერი მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრას გამართავს ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრ კომპანიებთან, სადაც განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და აშშ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი. ასევე დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში. გარდა ამისა, გაიმართება შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან",- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები