"ნატოს" გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს დღეს უკრაინაში საომარი მოქმედებები შეწყვიტოს. სტოლტენბერგი გერმანულ გამოცემა "ველტთან" აცხადებს, რომ ნატო მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით.
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს 9 მაისს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ ქვეყნის დახმარებას თავდაცვის უფლებით ისარგებლოს,"-აცხადებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.