27 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
კანადის პრემიერ-მინისტრი უკრაინის ქალაქ ირპენში ჩავიდა

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო უკრაინის ქალაქ ირპენში ჩავიდა.

ინფორმაციას ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს. 

როგორც ირპენის მერი აცხადებს, კანადის პრემიერი იმ სამხედრო დანაშაულების სანახავად ჩავიდა, რომელიც ოკუპანტებმა მისი დროებით ოკუპაციის დროს ჩაიდინეს.

"ახლახანს მქონდა შესაძლელობა, მესაუბრა კანადის პრემიერ-მინისტრთან. ის ირპენში ჩამოვიდა, რომ ნახოს ის საშინელება, რაც ჩვენს ქალაქებში რუსებმა ჩაიდინეს და რა თქმა უნდა, კანადის პრემიერ-მინისტრი შოკშია. მან ნახა თითქმის სრულად განადგურებული სამხედრო ობიექტები და საცხოვრებელი სახლები," – აცხადებს ირპენის მერი.

შეგახსენებთ, რომ ერთთვიანი ოკუპაციის განმავლობაში რუსულმა არმიამ გაანადგურა შენობების 70 პროცენტი და ქალაქის მთელი ინფრასტრუქტურა, მოკლა 400-ზე მეტი ადამიანი, გააუპატიურა ათობით ქალი და ბავშვი. 

დღის ამბები