27 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
"IDS ბორჯომი საქართველოსა" და დასაქმებულებს შორის შეთანხმება ვერ შედგა - რა გარანტიებს ითხოვენ დასაქმებულები

კოლექტიური დავის მედიატორი დღეს ბორჯომში ჩავიდა, ის ქარხნის თანამშრომლებს ხვდება. მოგვიანებით კი კომპანიის ადმინისტრაციასთან გამართავს მოლაპარაკებას.

"IDS ბორჯომი საქართველოს" და დასაქმებულებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, ისინი ადმინისტრაციისგან გარანტიას ითხოვენ, რომ კომპანიის კრიზისის დასრულების შემდეგ, ძველი სამუშაო პირობები და ხელფასები დაუბრუნონ, რასაც ადმინისტრაცია არ თანხმდება.

დაწესებული სანქციების გამო, 29 აპრილს მინერალური წყლის - "ბორჯომის" ჩამომსხმელი ორივე ქარხანა გაურკვეველი ვადით გაჩერდა. 1 000-ზე მეტი თანამშრომელი შემოსავლის გარეშე დარჩა. მიზეზი ქარხნის სანქცირებული მფლობელი და დაბლოკილი ანგარიშებია.

დღის ამბები