27 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
უკრაინამ ნათლად აჩვენა, რომ მას შეუძლია ევროპის გაერთიანება, მან მსოფლიოს ლიდერობის უნარი აჩვენა - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას უნდა ჰქონდეს ორმხრივი თანხმობა ევროპულ ქვეყნებთან, რადგან უკრაინამ აჩვენა თავისი ევროპული მისწრაფება.

"ჩვენ გვჯერა, რომ უნდა გვქონდეს ორმხრივი თანხმობა ევროპულ ქვეყნებთან, რადგან უკრაინამ აჩვენა თავისი ევროპული მისწრაფება. ჩვენი მზაობა ჩანს ბრძოლის ველზე და ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ჩვენ კვლავ გავაოცებთ მსოფლიოს, როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობ, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ სირთულეს დავძლევთ. უკრაინამ ნათლად აჩვენა, რომ მას შეუძლია ევროპის გაერთიანება. მან მსოფლიოს ლიდერობის უნარი აჩვენა. გვჭირდება სპეციფიკური დახმარება იარაღით და არა მხოლოდ მოძველებული საბჭოთა ტექნიკა. მადლობელი ვართ იმით, რასაც ვიღებთ," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

კიევში იმყოფება ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც უკვე გამართა შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან. ხორვატიის პრემიერმა მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში ანიშნა, რომ მისი უკრაინაში ჩასვლა კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ ხორვატია კრიზისულ ვითარებაში უკრაინის გვერდით უდგას.

"ხორვატია კიდევ ერთხელ ადასტურებს ძლიერ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ. ვაფასებთ უკრაინელი ხალხის გამძლეობას, სამხედროების გმირობას, რომლებიც საკუთარ სახლებს, ოჯახებს და ტერიტორიას იცავენ. ჩვენ ეს უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერას, როგორც ქვეყანამ, რომელიც დარწმუნებულია, რომ იტორისა და ეთიკის სწორ მხარეს დგას. მინდოდა აქ ვყოფილიყავი 8 მაისს, ევროპის ქვეყნების უმეტესობისთვის გამარჯვების დღეს. ხორვატია მხარს უჭერს უკრაინის წევრობის განაცხადს ევროკავშირში,"-აცახდებს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი.

დღის ამბები