27 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე დაკავებული ენმ-ის 25 წევრიდან 11 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აჭარის მთავრობის სახლთან გუშინ აქციაზე დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" 25 წევრიდან, მოსამართლემ 11 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

დაკავებულების ნაწილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

აჭარის მთავრობის სახლთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციას მართავდნენ.

მათ პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს, მოგვიანებით სამართალდამცავებმა კარვები აიღეს, რასაც დაპირისპირება და დაკავებები მოყვა.

დღის ამბები