თერმოპილეს ხეობა, უკანასკნელი ბასტიონი და ახლა უკვე "აზოვსტალი" - როდესაც ომი დასრულდება, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხანა, მისი საამქროები და მიწისქვეშეთი ისტორიას დარჩება. ისტორიასვე დარჩება აზოვის მცველები, თანამედროვე სპარტელები, რომლებიც თვეზე მეტხნიან ბლოკადას უძლებენ. მათთვის იმედი არ კვდება, გვირაბებს მშვიდობიანი მოქალაქეები ნელნელა ტოვებენ, თუმცა, აზოვის ბატალიონი ადგილზე რჩება.
"აზოვსტალი" ალყაში პირველი მარტიდან მოაქციეს. ფოლადის ქარხნის მიწისქვეშეთს არაოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე 200-მდე მოქალაქე და 2000-მდე სამხედრო აფარებს თავს.
უკრაინელები მტერს აზოვის ზღვას არ უთმობენ. მათ არ აძლევენ საშულებას, ოკუპირებული დონბასიდან სახმელეთო გზა გაიყვანონ ანექსირებულ ყირიმამდე.
უკრაინელების სიძლიერისა და თავდადების სიმბოლოდ ქცეული "აზოვსტალი" მტრის მუდმივი, საჰაერო თუ სახმელეთო თავდასხმის ობიექტია. აგრესორი ქარხნის ტერიტორიას უწყვეტად ბომბავს.
11 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული "აზოვსტალი" ისევ დგას, დგას მარიუპოლიც.