27 ნოემბერი 2024,   17:04
ვრცლად
"აზოვსტალიდან" დღეს 50 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და მოხუცების გამოყვანა მოხერხდა - ირინა ვერეშჩუკი

"აზოვსტალიდან" დღეს 50 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და მოხუცების გამოყვანა მოხერხდა - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული "უნიანი" ავრცელებს. 

"ხვალ დილით ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციის ოპერაციას. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 17:00 საათისთვის მარიუპოლის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან იქნებიან ავტობუსები, იქ შეკრებილებს შეუერთდება "აზოვსტალიდან" გამოყვანილთა კოლონა, რომლებსაც საბოლოოდ ზაპოროჟიეში გადაიყვანენ," - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

დღის ამბები