27 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
ყირიმელი თათარი ექიმის მიმართვა თურქეთის პრეზიდენტს "აზოვსტალიდან": გევედრებით, წამოიწყეთ ევაკუაციის პროცესი სამხედროების ჩათვლით

"აზოვსტალიდან" მორიგი მიმართვა ვრცელდება. ამჯერად ვიდეომიმართვას ​ექიმი ავრცელებს. მისი თქმით, ის ყირიმელი თათარი, მუსლიმია და მისი მიმართვის ადრესატი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანია.

ის თურქეთის პრეზიდენტს სთხოვს, რომ "აზოვსტალიდან" ევაკუაციის განხორციელებაში უკრაინას დახმარება გაუწიოს და გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე. ექიმი არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ხვალ შეიძლება ცოცხალიც აღარ იყოს:

"ადამიანები 2022 წელს ანტიბიოტიკების უქონლობის გამო იღუპებიან. ჩვენ გამუდმებით გვბომბავენ ჰაერიდან, ზღვიდან და მიწიდან. გევედრებით, წამოიწყეთ ევაკუაციის პროცესი, სამხედროების ჩათვლით. თქვენიდან 263 კილომეტრში, ზღვით, ანადგურებენ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ თავის მიწას, ქალებს და ბავშვებს იცავენ. ჩვენ არავის არ დავსხმივართ თავს," - აცხადებს "აზოველების" ექიმი.

მისი თქმით, თურქეთსა და უკრაინას მუდამ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ და თურქეთს დიდი წონა აქვს რეგიონის პოლიტიკაში, სწორედ ამიტომ მიმართავს ის თურქეთს.

დღის ამბები