27 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან არავინ იქნება მზად, მხარი დაუჭიროს საქართველოს უკრაინის მსგავსად - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-ს ჟურნალისტის შეკითხვას, აკეთებს თუ არა მთავრობა საკმარისს უკრაინის მიმართ და ისმენენ თუ არა იმას, რაც ხალხს სურს, უპასუხა, რომ უკრაინის მთავრობა,  საქართველოსგან შეიარაღების მიღებას და საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნას ისურვებდა:

"კი, ისინი ისურვებდნენ საქართველოსგან შეიარაღების მიღებას, საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნას. ეს ყველაფერი შეუძლებელია. ვფიქრობ, მთავრობა უფრო რეალისტურია, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ეტაპზე.

გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, რომელთაგანაც ერთი ახლა საუბრობს რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმზე. ასე რომ, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან არ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა და არავინ იქნება მზად, მხარი დაუჭიროს საქართველოს იმავე გზით, მაგრამ ეს არანაირად ცვლის სოლიდარობის დონეს, რომელიც გაგვაჩნია," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები