პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 15 აპრილს, "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლი განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა - დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
დაკავებული მძღოლის ერთ-ერთი თანმხლები პირია, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა და მიიმალა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.