27 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, ახალი პროგრამა ამოქმედდება

მრავალშვილიანი ოჯახებიდან, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სოციალურად დაუცველ სტუდენტების , სწავლის საფასურს თბილისი მერია სრულად დაფარავს.  თანხის ოდენობას სტუდენტის მიერ მიღებული შეფასებები განსაზღვრავს და იგი 50-დან 100 %-მდე დაფინანსებას ითვალისწინებს. 

კახი კალაძის ინიციატივით, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურს მერია შშმ სტატუსის მქონე პირებსაც გადაუხდის. ინიციატივა უკვე პროექტის სახით მზადაა და უახლოეს დღეებში თბილისის საკრებულოს გადაეგზავნება. 

სწორედ საკრებულოზეა დამოკიდებული, მიიღებენ თუ არა სოციალურად დაუცველი სტუდენტები განათლების გაგრძელების საშუალებას. მერიაში განაცხადების მიღება მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

 

 

 

დღის ამბები