27 ნოემბერი 2024,   17:03
ვრცლად
ევტუშენკოვი, რომელიც ჯო ბაიდენის შვილს შეხვდა, სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის, მაგრამ არა აშშ-ის მიერ - დასავლური მედია

რუსი ოლიგარქი, რომელიც ჰანთერ ბაიდენს შეხვდა, სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის, მაგრამ არა შეერთებული შტატების მიერ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა "ნიუ იორკ პოსტი" და ბრიტანული "დეილი მეილი".

დასავლური მედია ბაიდენის ადმინისტრაციას ევტუშენკოვის მფარველობაში ადანაშაულებს. გამოცემის მტკიცებით, ევტუშენკოვს ამერიკული სანქციები სწორედ ბაიდენის შვილთან მისი მჭიდრო კავშირის გამო არ შეეხო. "დეილი მეილი" წერს, რომ ჰანტერ ბაიდენისა და ევტუშენკოვის ნაცნოობა 2012 წლიდან იწყება, როდესაც ჯო ბაიდენი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მისი შვილი და ევტუშენკოვი ერთამენთს მოსკოვში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ხვდებოდნენ, სადაც უძრავი ქონების ბიზნესის სფეროში თანამშრომლობდნენ.

გამოცემის ცნობით, 2020 წლის 23 სექტემბერს რესპუბლიკელმა სენატორებმაც განაცხადეს, რომ ჰანთერ ბაიდენს, ასევე, საეჭვო გარიგებებიჰ ქონდა იური ლუჟკოვის მეუღლესთან, რომელიც ევტუშენკოვის ცოლის დაა.

2018 წელს კონგრესის ორმა წევრმა შეერთებული შტატების სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტებს მოუწოდა, გამოეძიებინათ ევტუშენკოვის შესახებ ბრალდებები, რომ მისი კომპანიები ჩართულნი იყვნენ ფართომასშტაბიან საინვესტიციო და სამშენებლო პროექტებში - რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ ყირიმში.

დღის ამბები