უკრაინის გენერალური პროკურორი ვლადიმერ პუტინს 21-ე საუკუნის ომის მთავარი დამნაშავედ მოიხსენიებს. ირინა ვენედიქტოვამ, ირპინში ვიზიტის დროს, რუსული ძალების ჩადენილ ომის დანაშაულებზე ისაუბრა, რომელზეც პასუხისმგებელია რუსეთის პრეზიდენტიც. უკრაინელი პროკურორი ამბობს, რომ რუსეთი გაუპატიურებას ომის ტაქტიკად იყენებს. კიევს ამ ეტაპზე 600-ი ეჭვმიტანილის სია აქვს.
"რაც საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში საუკეთესო რამ გვაქვს, ეს არის საერთო პასუხისმგებლობის ტერმინი. მაგალითად, თუ ვსაუბრობთ 64-ე მოტორიზებულ ბრიგადაზე, ბუჩაში ამ ბრიგადის 10 ჯარისკაცის მიმართ დავიწყეთ სისხლისსამართლებრივი დევნა წამების გამო. ეს ბრიგადაც აქ იყო ირპინში. გახსოვთ, რომ ერთი კვირის წინ პრეზიდენტმა პუტინმა პატივი მიაგო ამ ბრიგადას მათი საქმიანობისთვის კიევთან ახლოს? რა იყო მათი ქმედებები? დახოცეს და აწამეს მშვიდობიანი მოქალაქეები. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა იცოდა ამის შესახებ, შესაძლოა, ამის ბრძანებაც გასცა, მაგრამ ის არის აბსოლუტურად პასუხისმგებელი, როგორც მთავარსარდალი.
თუ ჩვენ ვსაუბრობთ აგრესიის დანაშაულზე, ყველამ ვიცით, ვინ დაიწყო ეს ომი და ეს ადამიანი არის ვლადიმერ პუტინი. მას დაეხმარა ყველა სხვა - ჩვენ ახლა გვყავს 600-ზე მეტი ეჭვმიტანილი მაღალი დონის პოლიტიკოსებიდან, სამხედროებიდან, პროპაგანდისტული აგენტებიდან, რომლებიც მას ეხმარება." - განაცხადა ვენედიქტოვამ.